საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

IMG_0109

დღეს, 14 მარტს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით წარმოდგენილი 5 საკითხი:

  1. „თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  2. „თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის N46/82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
  3. 2016 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის სოფლების მიხედვით განაწილების შესახებ.
  4. თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიითა და პარკისონით დაავადებულ ბენეფიციართა სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 დეკემბრის N46/87 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
  5. თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების ერთჯერადი ფინანსური დახმარების 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 დეკემბრის N46/93 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

სხდომას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები.
დეპუტატებმა იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკითხებს.

Share

Comments are closed.