საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა

n02

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, რომელსაც ბიუროს ყველა წევრი ესწრებოდა წარმოდგენილი იყო დღის წსრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი, მაგრამ დეპუტატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით დღის წესრიგში შევიდა ცვლილება და მოხდა მხოლოდ სამი საკითხის განხილვა და მხარდაჭერა საკრებულოს სხდომაზე გასატანად. ეს საკითხებია:
1. „თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. „თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის N46/82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
3. თერჯოლის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილი თანხის სოფლების მიხედვით განაწილების თაობაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
სხდომას მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს სხდომა გაიმართება 2016 წლის 14 მარტს 11:00 საათზე.

Share

Comments are closed.