თერჯოლაში ამერიკული ჯგუფის კონცერტი გაიმართა

n01

თერჯოლაში ამერიკული ჯგუფის კონცერტი გაიმართა. ჯგუფმა შეასრულა სიმღერები მსოფლიო მუსიკალური მემკვიდრეობიდან: აფრიკული საგალობლები და ნადირობის დროს შესასრულებელი სიმღერები, ამერიკული ტრადიციული ფოლკლორი, კათოლიკური და სირიული საგალობლები, ალბანური სატრფიალო და გერმანული პატრიოტულ თემაზე შექმნილი სიმღერები.

მსმენელი ოვაციით შეხვდა ჯგუფის მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი მუსიკალური კოლექტივენი: ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „მასპინძელო“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმერეთი“. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ამერიკელი მხატვარი და მეღვინე ჯონ ვურდემანი და კოოპერატივ „თერჯოლის ღვინის“ წევრი გოგიტა მაკარიძე.

კონცერტს ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე, თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი სხვა პირები.

Share

Comments are closed.