თეvanoრჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სოფიო ბუსკივაძემ აპარატის თანამშრომლებთან ერთად ვანო ხუხუნაიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო. დღეს გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა.

ვანო რევაზის ძე ხუხუნაიშვილი დაიბადა 1963 წლის 5 სექტემბერს თერჯოლაში.
1986 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.

იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი და მისი მთავარი კომიტეტის წევრი 1981 წლიდან.

1981-1987 წლებში, საბჭოთა რეჟიმის პირობებში, იატაკქვეშეთში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში, ავრცელებდა ანტისაბჭოთა ლიტერატურასა და პროკლამაციებს. 1983 წელს მონაწილეობას იღებდა გეორგიევსკის ტრაქტატის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში.

1987-1990 წლებში აქტიურად მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილი ერების საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით გამართულ საპროტესტო აქციებში, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, უკრაინაში, მოლდავეთში, ბელორუსიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

იყო საქართველოში გამართული ანტისაბჭოთა აქციების ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე.

1989 წელს საბჭოთა რეჟიმის მიერ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად დაპატიმრებული იყო, როგორც 9 აპრილის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
1990 წელს არჩეულ იქნა ეროვნული კონგრესის წევრად.
1992 წელს იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი.

1992-1995, 1995-1999, 1999-2004, 2004-2008 და 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი.
1999-2004 წლებში იყო სახალხო პარტიის გენერალური მდივანი.
2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტში რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
2008-2012 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე.

1995 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ევროპის საბჭოსთან, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ კონგრესთან. იყო ევროსაბჭოს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი, ევროპის რეგიონალურ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი.

ვანო ხუხუნაიშვილმა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და თავმჯდომარემ, უდიდესი სამუშაო ჩაატარა ჩვენს ქვეყანაში თვითმმართველობის დამკვიდრების სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის, კერძოდ, საქართველო შეუერთდა “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპულ ქარტიას, მიღებულ იქნა ახალი ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, რითაც საქართველოში თვითმმართველობა რეალურად ჩამოყალიბდა და მის განვითარებას მყარი საფუძველი ჩაეყარა.

16326072_1085444461567993_2033697218_o16357197_1085444451567994_994797491_o16388721_1085444374901335_1046080197_o

 

 

 

Share

Comments are closed.