გამწვანების აქცია 0

17361708_1904044196540073_931006261703206804_n
თერჯოლის მუნიციპალიტეტში გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტის შემოსასვლელისა და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო სოფელ რუფოთის სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი კავკასიური მუხის ნერგები, ასევე ეკალ-ბარდებისაგან გაიწმინდა მიმდებარე ტერიტორია.

აქციაში მონაწილეობდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ქოჩიაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლები.
აქციაში ასევე მონაწილეობდნენ თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ბიუროს ხელმძღვანელი ვალერ ლილუაშვილი და ბიუროს თანამშრობლები.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მასშტაბური გამწვანების აქცია მარტის პირველი რიცხვებიდან დაიწყო და აქციის ფარგლებში მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეტაპობრივად დაირგო 4000 ძირზე მეტი კავკასიური მუხის ნერგი, რომელიც მოსახლეობის, სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, ასევე საჯარო მოხელეების ჩართულობით განხორციელდა.

აქციის მიზანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება გამწვანების საკითხებში.

IMG_032717308695_1904044666540026_488332678105046552_nIMG_0379

Share

Comments are closed.