თერჯოლის მუნიციპალიტეტში შვიდ ბენეფიციარს ეტლები გადაეცა 0

27751794_1693445290698273_1430500468927280365_n

თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ჩართულობითა და საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანადგომით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ეტლები უსასყიდლოდ გადაეცათ.

დღეს ეტლები შვიდ ბენეფიციარს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ და მოადგილე ნოდარ ფანჩულიძემ საკრებულოს წევრებთან, ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარესა და მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სახლში მიუტანა. ბენეფიციარებს ასევე სტუმრობდნენ მათი ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარი დეპუტატები სოფიო ბუსკივაძე და გიორგი ლილუაშვილი.

ეტლების გადაცემა გაგრძელდება. ამ ეტაპზე საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ ეტლს 24 ბენეფიციარი მიიღებს.

Share

Comments are closed.