საკრებულოს მორიგ სხდომაზე 17 საკითხი განიხილეს 0


თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები დაამტკიცეს და წარმოდგენილი ჩვიდმეტი საკითხის შესახებ იმსჯელეს.

დეპუტატებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტსა და შესყიდვებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილება გამოიწვია საშემოსავლო ნაწილის გაზრდამ და ხარჯვითი ნაწილის კორექტირებამ.

ასევე იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის სოფიო სიჭინავას 2018 წლის 5 თებერვლის N4516 სამართლებრივი დასკვნის საფუძველზე „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანას; „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანას; 2018 წლის 6 თებერვლის N4616 სამართლებრივი დასკვნის საფუძველზე „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N46 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებას;

საკრებულოს წევრებმა განიხილეს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გ. მამრიკიშვილის 13 დეკემბრის N10920/18 წერილი და თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე განკარგულების მიღების შესახებ“ საკითხს მხარი დაუჭირეს. ასევე მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სახლდაზიანებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ საკითხს, რომელთა დაფინანსება განისაზღვრა არაუმეტეს 1000 ლარისა.

დღესვე საკრებულოს წევრებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ იმსჯელეს. ასევე მხარდაჭერილი იქნა ქირავნობის რვა საკითხი და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა.

სხდომაზე იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომელთაც განმარტებები გააკეთეს სამსახურის საქმიანობასა და მოქალაქეთა უფასო იურიდიული მომსახურების შესახებ.


Share

Comments are closed.