სოფელ ნავენახევში გაზიფიცირება გაზაფხულზე დასრულდება 0


თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, მოადგილე ნოდარ ფანჩულიძე, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მერაბ სირაძე და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ლაშა ლანჩავა სოფელ ნავენახევში მოსახლეობის გაზიფიცირების სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

პროექტს “სოკარ ჯორჯია გაზი“ ახორციელებს. მისი წარმომადგენლის განცხადებით, უკვე შემოწმებულია მილები, შეტანილია საჭირო მასალა და მიმდინარეობს ახალი აბონენტების ქსელზე დაერთების პროცესი. ამ ეტაპზე ბუნებრივი აირით 23 ოჯახის უზრუნველყოფა მოხდება.
საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა გაზიფიცირების მიმართულებით და გაზაფხულზე სოფელი სრულად იქნება უზრუნველყოფილი.

Share

Comments are closed.