მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 0


თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, მუნიციპალიეტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ფანჩულიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სამხატვრო გალერეაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც დედის დღის აღსანიშნავად გაიმართა.
ნინო ჯანელიძე: „სასიამოვნო დღე, ემოცია და აუდიტორიაა, რადგან დედის დღეა. ჩვენი ცხოვრების მთავარი ადამიანი დედაა. ჩემი ცხოვრების მთავარი წინადადება კი „მე მყავს დედა და მე ვარ დედა“. მინდა მოგილოცოთ და ბედნიერება გისურვოთ“.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სკოლის საგამოფენო დარბაზში მოწყობილი მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, თემაზე „დედა“.

ღონისძიებას, რომელსაც მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე უძღვებოდა,  სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თერჯოლელი ქალბატონები ესწრებოდნენ. წარმოდგენილი იყო ექიმი ქალბატონის ელენე ქოჩიაშვილის ნამუშევრები.

საგამოფენო დარბაზის შემდეგ ღონისძიება კულტურული პროგრამით გაგრძელდა, რომელშიც მონაწიელობას ქალთა ვოკალური ანსამბლი „იამე“, კლინიკა „თერჯოლამედის“ ექიმი ვიტალი სავანელი, ხათუნა სირბილაძე, სოფიკო გაბრიაძე, რუბენ რობაქიძე და მერაბ ბუსკივაძე იღებდნენ.

Share

Comments are closed.