საკრებულოს მორიგ სხდომაზე 4 საკითხი განიხილეს 0

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ოთხი საკითხის შესახებ იმსჯელეს. ცნობად მიიღეს:

“თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გიორგი ბერძულიშვილის განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში გაწევრიანების თაობაზე. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 4 დეკემბრის N46/92 განკარგულებაში ცვლიელბის შეტანის შესახებ“- საკითხი და „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ”-საკითხი.

ასევე მხარი დაუჭირეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს:

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N46/95 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”

Share

Comments are closed.