სოფელ ნაგარევში ბუნებრივი აირის ქსელში 24 ოჯახი ჩაერთო 0

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევში განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის ქსელში 24 ოჯახი ჩაერთო. გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება და შემდეგ ეტაპზე ნაგარევის 116, ჭალასთავში მცხოვრები 75 და ბროლისქედში მცხოვრები 96 ოჯახის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მოხდება.

სოფელ ნაგარევში გაზიფიცირების სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულებას  ქუთაისის N47 საარჩევნო ოლქის (სადაც შედის სოფელი ნაგარევი) მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი თოთლაძე, იოსებ მაკრახიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნინო ჯანელიძემ გაზქურა სიმბოლურად ცირეკიძეების ოჯახში აანთო.

 

Share

Comments are closed.