2 აპრილს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა 0

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გაიმართა.

საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს, რომლებიც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების სასკოლო მზაობის დადგენილებების პროექტებს შეეხებოდა. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ამ თემაზე წარმოდგენილ შემდეგ საკითხებს:

 

1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის            განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ;

 

  1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ;

 

  1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალისათვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ;

 

  1. სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემა;

 

  1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების, სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ;საკითხებთან დაკავშირებით, სხდომაზე, განმარტებები ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის ხელმძვანელმაც გააკეთა.

 

Share

Comments are closed.