თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დაამტკიცა 1

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და მერის მოადგილეები.

სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო ერთი საკითხი: „საჯარიმო ქვითარი _ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე _ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“-ს დოკუმენტის ფორმის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“, რომელიც საკრებულოს წევრებს მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ფანჩულიძემ გააცნო.

განხილვის შემდეგ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკითხს. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მერიის ზედამხედველობის სამსახურს ენიჭება უფლება, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გააფორმოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

 

Share

Comments are closed.