სოფელ გოგნში წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ტაძარზე ჯვარი აღმართეს 0


სოფელ გოგნში წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ტაძარზე ჯვარი აღმართეს.

4,5 მეტრი სიმაღლის ჯვარი მამა იოანემ აკურთხა, რის შემდეგაც იქ მყოფებს ჯვარზე მთხვევის საშუალება მიეცათ.

აღმართვის ცერემონიალს თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გიორგი შალამბერიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, მრევლთან და მოქალაქეებთან ერთად ესწრებოდნენ. ტაძრის მშენებლობას საფუძველი 2010 წელს ჩაეყარა.

 

Share

Comments are closed.