დასუფთავების აქცია 0

ისტორიული ძეგლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით დასუფთავების აქცია მოეწყო.

აქციაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ფანჩულიძე, საკრებულოს წევრები გიორგი ფანჩულიძე და იმედა რობაქიძე, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის თერჯოლის ბიუროს წარმომადგენლები საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან ერთად ჩაერთნენ და სოფელ ჩხარში, ოქონის მაცხოვრის ეკლესია და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

18 აპრილი – ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა, რომელიც 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ.

 

 

 

Share

Comments are closed.