საკრებულოს მორიგ სხდომაზე ექვსი საკითხი განიხილეს 0

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ხელმძღვანელობდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარემ გააცნო.
დეპუტატებმა იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს ყველა წარმოდგენილ საკითხს:

1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

2. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N46 104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის სამი თვის შესრულების შესახებ

4. თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სახლდაზიანებული მოქალაქეების
დახმარების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 27 აპრილის N 45/2706 წერილი)

5. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 25 აპრილის N 45/2644 წერილი)

6. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის N 45/2584 წერილი)

Share

Comments are closed.