საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს რამდენიმე ღონისძიება მიეძღვნა 0

 

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად რამდენიმე ღონისძიება გაიმართა

მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორაგნიზებით მოეწყო მოლაშქრეთა მსვლელობა გოგნი-სკანდა, საზანო-სკანდას მიმართულებით. გამარჯვებული ჯგუფის მიერ სკანდას ციხეზე აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა.

ფართომასშტაბიან ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ფანჩულიძე, მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე და მერის მოადგილე მერაბ სირაძე, საკრებულოს დეპუტატებთან, მერიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდნენ.

ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის ისტორია გაიხსენეს და რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა ნომერი წარმოადგინეს.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს მოსახლეობას და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ნინო ჯანელიძე: „სიმბოლურია, რომ ამ ისტორიულ ადგილზე ხდება დღეს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა.  100 წლის წინ, ახალი ქართული – ევროპული ტიპის, სუვენერული სახელმწიფო შეიქმნა, დღეს კი ახალ სახელმწიფოს ჩვენ ვქმნით ყველანი ერთად. მადლობა ჩვენს სკოლებს, რომ ასე საინტერესოდ წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყნის ისტორია“.

 

Share

Comments are closed.