საკრებულოს მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერმა 6 თვის შუალედური ანგარიში წარადგინა 0

4 ივნისს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ექვსი საკითხი განიხილეს და მხარი დაუჭირეს:

  1. ,,თერჯოლისმუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N37დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ;
  2. ,,თერჯოლისმუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N46 104განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
  3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 8 მაისის N 45/2856 წერილი, შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“ ქ. თერჯოლაში, რუსთაველის ქუჩა N117-ში მდებარე (ს/კ09.36.038) შენობის პირველ სართულზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 67.00 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 1 (ერთი) წლის ვადით გადაცემის შესახებ);
  4. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 აპრილის N 45/2739 წერილი სოფელ ჩხარში მდებარე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 კვ.მ. შენობა- ნაგებობის პრივატიზების შესახებ (ჩხარის ყოფილი საქვაბე მიწის ნაკვეთით (ს/კ N33.15.32.139 ));
  5. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და გეგმის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 31 მაისის N 45/3221 წერილი, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის, 77 კვ.მ.ის პრივატიზების შესახებ);
  6. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში (მერის 2018 წლის 31 მაისის N 45/3227 წერილი, საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ).

საკრებულოს მორიგ სხდომაზე მუნიციაპლიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ გაწეული მუშაობის შესახებ 6 თვის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საკრებულოს დეპუტატებმა მერის წარმოდგენილი ანგარიში დამაკმაყოფილებლად შეაფასეს.

მორიგ სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

Share

Comments are closed.