საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სამი საკითხი განიხილეს 0

22 ივნისს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ხელმძღვანელობდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, წარმოდგენილი სამი საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს:

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 მაისის N 45/2898 წერილი, ქ თერჯოლაში, რუსთაველის ქუჩა N116-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3544.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 1241.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობა (რიტუალების სახლი მიწის ნაკვეთით (ს/კN33.09.33.289))

2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 აპრილის N 45/2406 წერილი ქ. თერჯოლაში, რუსთაველის ქუჩა N9-ში მდებარე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 3773.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა- ნაგებობა- საკადასტრო კოდი N33.09.39.331 სახანძროს ყოფილი შენობა )

3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და გეგმის დამტკიცების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 დეკემბრის N 45/8240 წერილი, ქ. თერჯოლაში, რუსთაველის ქუჩა №106-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 37.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 23 კვ.მ. შენობა-ნაგებობა (ს/კ N33.09.33.297, ნაკვეთის წინა ნომერი: N33.09.02.568)

Share

Comments are closed.