საკრებულოს მორიგ სხდომაზე თავმჯდომარის ანგარიშს მოუსმინეს 0

2018 წლის 2 ივლისს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ხელმძღვანელობდა.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ დეპუტატებმა წარმოდგენილი შვიდი საკითხის შესახებ იმსჯელეს:საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს, „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის N 14 დადგენილებაში “ ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხს, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის,გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში ერთი საშტატო ერთეულის დამატებას.დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე მერქნის ნატურით – უსასყიდლოდ გადაცემის 2018 – 2019 წლების პროგრამის დამტკიცებას.
საკრებულოს წევრებმა “თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სახლდაზიანებულ პირთა დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №46 26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.ასევე მხარდაჭერილია „თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 25 ივნისის N45/3689 წერილი_, ბაღების გადაცემის საკითხი და გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების, საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების საკითხი.დღესვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ 6 თვის შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც დადებითად შეფასდა საკრებულოს წევრების მიერ.

საკრებულოს მორიგი სხდომა ტელეკომპანია “რიონის” ეთერით გაშუქდა. (იხ. ვიდეო)

 

 

 

Share

Comments are closed.