თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე 7 საკითხი დაამტკიცა 0

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 6 აგვისტოს მორიგი სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ხელმძღვანელობდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს.

 

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანას. ასევე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის № 23-ე ქუჩისათვის გენერალ  გურამ ქარქაშაძის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ განხილულ საკითხს.

 

დებატების შემდეგ, წარმომადგნელობითი ორგანოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე აგნარიშვალდებული ორგანოების საქმიანობისა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა/ანალიზს.

 

დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს შემდეგ საკითხებს:

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (მერის მოადგილის 2018 წლის 31 ივლისის № 45/4449 წერილი სოფელ გოდოგანში არსებული 2347.00კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ((№1და №2 ) მიწის /უძრავი ქონების/ საკადასტრო კოდი: №33.03.33.177) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ა(ა)პ -თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრისათვის გადაცემის შესახებ;

 

მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ( მერის 2018 წლის 09 ივლისის № 45/3936 წერილი მოქ. შაქრო გიორგაძისათვის (პ/ნ. 21001011532) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქ. თერჯოლაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მუსიკალური სკოლის შენობაში (ს/კ № 33.09.36.202) არსებული 19.00 მ2 არასაცხოვრებელი ფართის ქირით გადაცემის შესახებ);

 

მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (მერის 2018 წლის 09 ივლისის № 45/3922 წერილი მოქ. დავით ზარნაძისათვის (პ/ნ 21001010202) თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალისუბანში მდებარე ყოფილი ბიბლიოთეკის შენობაში (ს/კ №33.17.04.868) არსებული 53.00 მ2 არასაცხოვრებელი ფართის ქირით გადაცემის შესახებ);

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების 2018 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ ( მერის 2018 წლის 06 ივლისის № 45/3892 წერილი სოფ. თუზში დასაწყობებული მეორადი ღრუტანიანი ფილის (სინკარის) 19 ცალის ზომით 5.90 მ. X 1.60 მ და სოფ. ზედა საზანოში (26 მაისი) დასაწყობებული მეორადი ღრუნტიანი ფილის (სინკარის) 2 ცალის, ზომით 5.90 მ. X 1.20 მ. შემცირებული ფასებით პრივატიზების შესახებ).

 

 

 

 

 

Share

Comments are closed.