თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი

ბონდო სოფრომაძე

ბიოგრაფიული მონაცემები:

  • დაიბადა 1963 წლის 16 დეკემბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ რუფოთში;
  • 1981წელს დაამთავრა რუფოთის საშუალო სკოლა;
  • 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის ფაკულტეტი;
  • 1996 წელს დაამთავრა თბილისის მართვის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით;
  • 1998-2001 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
  • 1981 წელს მუშაობდა მუშად თერჯოლის რაიონში;
  • 1991 წელს დაინიშნა თერჯოლის რაიონის გამგეობის ეკონომიკური განყოფილების უფროსად;
  • 1993-1994 წლებში იყო ჯერ თერჯოლის რაიონის ავტომოტოსერვისის გაერთიანების დირექტორი, შემდეგ ზესტაფონის საბაჟო სამსახურის საგუშაგოს უფროსი;
  • 1997 წელს იყო ქუთაისის საბაჟო სამსახურის საფინანსო საგადასახადო და სტატისტიკის სამსახურის უფროსი;
  • 2000 წელს მუშაობდა საქართველოს შემოსავლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოწმებისა და კონტროლის სამმართველოს განყოფილების უფროსად. იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მონიტორინგისა და კონტროლის სამმართველოს განყოფილების უფროსი;
  • 2002-2010 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, თბილისის სავაჭრო ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორი (2005-2009 წწ);
  • 2010 წელს მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;
  • 2014-2015 წლებში იყო შპს „ახალი დონის“ დირექტორი;
  • 2015 წელს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ინსპექტირების მთავარ სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს უფროსად;
  • 2015 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს უფროსი;

 

  • 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი.
  • არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი;
  • ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს;

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 598 35 41 41.
Mail: bondosofromadze@yahoo.com.
მისამართი: თერჯოლა, სოფ. რუფოთი