ნავენახევის მღვიმე

კარსტული მღვიმე მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 235 მ. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში.  შესასვლელი (სიმაღლე — 0,6 მეტრია, სიგანე 2 მეტრი) ძაბრისებრი ქვაბულის ფსკერზე იხსნება. ორსართულიანია, მეორე სართულზე ვრცელი დარბაზია, რომლის სიმაღლე 15 მეტრია. ჯამური სიგრძე 210 მეტრს აღწევს. ტემპერატურა მუდმივად 14 გრადუსია. მღვიმის წყალი შეიცავს კალციუმის მარილებს. სტალაქტიდის მოპირისპირედ წარმოიქმნება სტალაგმიტი. ისინი ერთად ქმნიან სტალაგნატს. მისი რაოდენობა მღვიმეში არის 120. მღვიმე კეთილმოწყობილია. მოიცავს ოთხ დარბაზს: პირველ დარბაზს ქართველი პალეოლოგების დარბაზს უწოდებენ, მეორე – თიხნარის დარბაზის სახელწოდებითაა ცნობილი, მესამე – საოცრებათა დარბაზია, მეოთხეს კი ოქროს ჩარდახს უწოდებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *