სკანდის ციხე

სკანდის ციხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მდებაარე ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული მნიშვნელობის მქონე არქიტექტურული კომპლექსია, რომელიც სოფელ სკანდის ჩრდილოეთით, მდებარეობს.იგი გვიან ანტიკური ხანის თავდაცვითი ძეგლია.სკანდის ციხის შესახებ უძველესი წერილობიტი ცნობა ეკუთვნის ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოფი კესარიელს.

სკანდის ციხე ააგო  ეგრისის სამეფო ხელისუფლებამ მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, რომელიც აღმოსავლეთ   საქართტველოს ქვემო იმერეთთან და  შავიზღვისპირეთთან  აკავშირებდა.ციხის ქვის კედლების სტრუქტურა რომაული და  და ბიზანტიური არქიტექტურის გავლენას განიცდის და გამოირჩევა თავისებური ხუროტმოძღვრული   ფორმებთ.                                                                                                                 540-562 წლებში  ციხე ეკავათ ირანელებს.     15-საუკუნიდან ის სამეფო ციხე-დარბაზად მოიხსენიება.                                                                                                                                                                                                  1650-52 წლებში  იმერეთის სამეფოში მყოფი ელჩების, ტოლოჩანოვისა და იევლევის ცნობებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ სკანდის ციხე შემოსაზღვრული იყო 20 მეტის სიმაღლის ოთკუთხა გალავნით, კედლების საერთო სისქე 600 მ. აღწევდა.                                                                                                 

მე-18  საუკუნეშიც სკანდის ციხე იმერეთის სამეფოს მნიშვნელოვანი სიმაგრე იყო. შემდგომ ხაანებში მან დააკარგა ადრინდელი მნიშვნელობა.ციხის ნანგრევებს 7000 კ.ვ მ. ფართობი  უკავია. დღეისათვის შედარებით კარგადაა  შემორჩენილი ცენტრალური ნაგებობა, აღმოსავლეთი კედელი და ეკლესიის ფრაგმენტები.ჩვენს დრომდე მოაღწია ასევე გვირაბის ნაშთმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *