ბარდუბანი

ბარდუბანი — სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: სათემო). მდებარეობს იმერეთის ბორცვიან-სერებიან მთისწინეთზე, მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 200 მეტრი, თერჯოლიდან 10 კილომეტრი. სოფელში არის საექიმო ამბულატორია.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 113 ადამიანი.

სოფელში არის დავით და კონსტანტინეს სახელობის მოქმედი ეკლესია.