ჭალასთავი 

ჭალასთავი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში(გოდოგნის თემი). მდებარეობს მდ. ჭიშურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 350 მ, თერჯოლიდან 22 კმ.

წყაროებში ჭალასთავი პირველად XVI საუკუნეში იხსენიება. მდ. ჭიშურაზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ხიდი (1668 წ. ააგო გაენათელმა ეპისკოპოსმა გედეონმა) და ორი მცირე ზომის ციხის ნანგრევები.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 168 ადამიანი.