ჩიხორი 

ჩიხორი — სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ძუსის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 300 მეტრი. თერჯოლიდან 12 კმ.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 398 ადამიანი.

სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარის ნაშთები მათ შორის ხიდი. ჩიხორის ნაქალაქარს აქტიური სავაჭრო კავშირები ჰქონდა ჭალატყის ნაქალაქართან. 1463 წელს სოფლის მიდამოებში გაიმართა ჩიხორის ბრძოლა. ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად:

„ზუსას მდინარის დასავლეთით, არს ჩიხორი. ქალაქი მცირე. მოსახლენი არიან იმერნი, სომეხნი, ურიანი ვაჭარნი“