გოდოგანი 

გოდოგანი — სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბროლისქედი, ნაგარევი, ჭალასთავი).

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 462 ადამიანი.

გოდოგნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია X საუკუნით თარიღდება და მისი აშენება დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება.  გოდოგანში ასევე დგას 1873 წელს აშენებული ეკლესია. 1926 წლისთვის გოდოგნის თემი შედგებოდა ოთხი სოფლიდგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 3336 ადამიანს, ხოლო ფართობი 48,8 კმ2-ს.

სოფელი მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში, ბროლის ქედის დასავლეთით, მდინარე ჭიშურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 240 მეტრი, თერჯოლიდან 24 კილომეტრი. სოფელში არის მუხის ტყე.

სოფელში, მდინარე წყალწითელის ხეობის მარცხენა კალთაზე, 150 მ სიმაღლეზე არის კარსტრული მღვიმე საკაჟია. საკაჟია ამიერკავკასიაში მიკვლეული პირველი პალეოლითური ძეგლია. აღმოაჩინეს 1914 წელს მღვიმეს რუდოლფ ვირხოვის სახელი ეწოდა. 1936 წელს აღადგინეს ძეგლის ძველი სახელწოდება — „საკაჟია“. აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა, რომელიც დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.