ისტორიული ძეგლები

,,თამარის ხიდი” ქვის თაღიანი ხიდი, 1668წელი.

 

მდებარეობს სოფელ ნაგარევში მდ. ჭიშურაზე, აქ გადიოდა ქუთაისი-თბილისის დიდი შარაგზა, ხიდი დღემდე მოქმედია.

სოფ. ნაგარევის ჩრდილო-განაპირა მხარე, გვიანი შუა საუკუნეები.

ადმოცემის თანახმად ნაგარევის ტერიტორიაზე  სათვალთვალო კოშკები ყოფილა, რომლებიც დროთა განმავლობაში  ნანგრევებად ქცეულა. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ აქედან გამომდინარეობს სოფლის სახელწოდებაც. ერთი სამსართულიანი სათვალთვალო კოშკი დღესაც არის შემორჩენილი ზედა ნაგარევის ტერიტორიაზე და კოშკიდან კარგად ჩანს გზები საიდანაც  შეიძლებოდა მტერი შემოსულიყო ქვემო იმერეთში.

 

სკანდის ციხის ნანგრევები, გვიანი შუა საუკუნეები
ერთნავიანი ბაზილიკის ნანგრევები სოფელ გოგნში IX-XII სს.