კვახჭირი

კვახჭირი — სოფელი თერჯოლის მუნიცპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ოდილაური, სარბევი). სოფელში მოქმედებს საექიმო პუნქტი და საჯარო სკოლა.

კვახჭირი ისტორულ წყაროებში იხსენიება XIII საუკუნიდან. დოკუმენტის მიხედვით დავით ნარინის მეუღლე თამარ დედოფალმა ბეღე ქვაბულიძისგან შეიძინა სოფელი კვახჭირი.. 1820-იან წლებში სოფელში ცხოვრობდა 30 ოჯახი

სოფელი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე წყალწითელის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 130 მეტრი. თერჯოლიდან 35 კილომეტრი. სოფელში არის მარმარილოს საბადო,

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 647 ადამიანი.

სოფელში გადის რკინიგზის ხაზი სამტრედია-ხაშურის ხაზზე. არის რკინიგზის ბაქანი. სოფელში გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ქუთაისი-ვარციხე.