ნაგარევი 

ნაგარევი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში, გოდოგნის თემში. მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 100 მეტრი, თერჯოლიდან 25 კილომეტრი.

ისტორიულად 6-7 საუკუნიდან აქ ყოფილა დაბას ტიპის დასახლება. სამხედრო გზა ადრე ნაგარევზე გადიოდა: ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაური-ონი-მამისონისკენ…. არაბების შემოსევების დროს. ქუთაისიდან არაბებს გამოქცევიათ ტყვეები, თოვლი ყოფილა, მდევარი გამოუყოლებიათ და თოვლში კვალს ნაგარევის ტერიტორიაზე გაუვლია. იმათ უთქვამთ “ნაგა რებიო”, არაბულად ნაგა ტყვეს ნიშნავს თურმე და რებიო კვალს, თითქოს აქედან მოდის სოფლის სახელიც.

კიდევ რამდენიმე ვერსია არსებობს სოფლის სახელწოდების.

დროს შემორჩენილი ისტორიული ძეგლები, ტაძრები ,ძველი შარაგზები, ქვაყრილები, ხიდები თუ სისხლიანი ქვები დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რომ სოფელს მართლაც საინტერესო ისტორიული წარსული აქვს და აქ არსებულ ბუნებრივ ძეგლებთან ერთად ძალიან დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს მნახველზე.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 279 ადამიანი.

სოფელში არის საჯარო სკოლა. მოსწავლეების საერთო რაოდენობაა 73, მასწავლებლებისა — 18. შენობის საერთო ფართობია 934 კვ.მ. სოფელში არის საბავშვო ბაღი

სოფლის მიდამოებშია ნაგარევის ეხი, 1667 წელს გელათის ეპისკოპოსის გედეონის მიერ აგებული ხიდი მდინარე ჭიშურაზე. სოფლის ერთი ნაწილი ე. წ. საბანელა, წყაროებში მოხსენიებულია XIII საუკუნეში.