ნახშირღელე

ნახშირღელე — სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ნავენახევი). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 150 მეტრი, თერჯოლიდან 20 კილომეტრი. სოფლის მიდამოებშია ქალცედონის, კირქვისა და სპონგოლითის საბადოები. სოფელში არის საექიმო ამბულატორია.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 432 ადამიანი.

სოფელში არის საჯარო სკოლა. სკოლაში 261 მოსწავლე და 32 მასწავლებელია. შენობის საერთო ფართობია 3575 კვ.მ.  სოფელში არის საბავშვო ბაღი.