სკანდე

სკანდე — სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ჩხარის ხეობაში. ზღვის დონიდან 400 მ. თერჯოლიდან 15 კმ.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 434 ადამიანი.

სკანდის ციხე

განვითარებულ შუა საუკუნეებში წარმოადგენდა იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენციას. შემორჩენილია ამავე პერიოდის ციხე-სიმაგრის ნანგრევები. მისი უძველესი ფენა IV საუკუნეს მიეკუთვნება.