რაიონის შესახებ

თერჯოლის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის და შორაპნის მაზრაში, 1930 წლიდან გამოიყო ცალკე როგორც ჩხარის რაიონი. 1950 წლიდან ეწოდება თერჯოლის რაიონი, 2006 წლიდან – თერჯოლის მუნიციპალიტეტი.

მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ჩხარის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 170 მ სიმაღლეზე.

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII ს-ში. ქალაქად გამოცხადდა 1983 წელს. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, სპორტის სასახლე. თერჯოლაში არის თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის რეზიდენცია.

რაიონში მოსახლეობის რიცხოვნობა — 45 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 127 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 46 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 45 სოფელი.

ახალი თერჯოლა .ახალუბანი.  ბარდუბანი.  ბოსელა . ბროლისქედი ·გოგნი.  გოდოგანი · დელტასუბანი. ეწერი.  ვარდიგორა. ზარნაძეები. ზედა ალისუბანი . ზედა საზანო. ზედა სიმონეთი . თავასა . თუზი . თხილთაწყარო . კაკაბაური.  კვახჭირი . მაჩიტაური. მუჯირეთი.  ნაგარევი . ნავენახევი . ნახშირღელე . ოდილაური.  ოქონა.  ოქტომბერი.  რუფოთი  .სათემო . სარბევი. სეფარეთი. სიქთარვა · სკანდე · ტელეფა · ქვედა ალისუბანი · ქვედა სიმონეთი · შიმშილაქედი · ღვანკითი · ჩიხორი · ჩხარი · ჩხარ-ეწერი ·ჭალასთავი · ჭოგნარი · ჯგილათი · ძევრი

მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, მუნიციპალიტეტის ტერიტორია თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიას მიეკუთვნება.

 

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 6318
2002 5489
2014 4644 2233 2411