თუზი

თუზი — სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: თუზი, ვარდიგორა, თავასა, კაკაბაური, ჯგილათი). მდებარეობს მდინარე ძუსასა და ბუჯას წყალგამყოფზე, თერჯოლიდან 21 კმ.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 060 ადამიანი.

სოფელში არის საჯარო სკოლა. სწავლობს 378 მოსწავლე, ასწავლის 62 პედაგოგი. შენობის ფართობია 3587 კვ.მ.

სოფელში დგას ორი ეკლესია XI-XII საუკუნეებისა და განვითარებული შუა საუკუნეების. თუზის ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისაა, მასზე შემორჩენილია ძველი ქართული წარწერა.