ვარდიგორა 

ვარდიგორა — სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (თუზის თემის თემი). მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში. მდინარეების ძუსისა და მაძარულის წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან 500 მეტრი, თერჯოლიდან — 17 კილომეტრი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 416 ადამიანი.