ზედა ალისუბანი

ზედა ალისუბანი — სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ჩხარის სათავეში. ალისუბნის თემის ცენტრი (სოფლები: ზარნაძეები, თხილთაწყარო, მაჩიტაური, ქვედა ალისუბანი). ზღვის დონიდან 300 მეტრი, თერჯოლიდან 12 კილომეტრი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 603 ადამიანი.