ზედა საზანო

ზედა საზანო — სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: საზანო, დელტასუბანი, მუჯირეთი, სკანდე, შიმშილაქედი, ჩიხორი). სოფელში არის საექიმო ამბულატორია.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 260 ადამიანი.

სოფლის ტერიტორია ნაწილი იყო ჭალატყის ნაქალაქარისა, რომელშიც შედიოდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლები ჭალატყე, ზოვრეთი, ქვედა საზანო, ტყლაპივაკე, შიმშილაქედი და ამჟამინდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი შიმშილაქედი. ლეგენდებში ნაქალაქარი „ბალიასტომად“ მოიხსენიება.